Tuesday, May 8, 2012

ლონდონის ისტორიული და ანტიკური ხანა

იმის მიუხედავად, რომ აქ უძველესი ბრითონული დასახლებები იყო თავმოყრილი, პირველი მსხვილი სამოსახლო მაინც რომაელების დაარსებულია ქრისტეშობიდან 43 წელს. დასახლება დღემოკლე აღმოჩნდა და მისმა არსებობამ მხოლოდ 17 წელს გასტანა. 61 წელს აქაურობას იცენები დაესხნენ თავს დედოფალ ბუდიკას მეთაურობით და მიწასთან გაასწორეს. ქალაქის შემდგომი დაგეგმილი აღდგენა უკვე 100 წელს მოხდა, როდესაც ქოლჩესტერმა ქალაქი აღაშენა და კეთილმოაწყო როგორც რომის ერთ-ერთი პროვინციის - ბრიტანიის დედაქალაქი. ქალაქმოსახლეობამ სწრაფი ზრდა დაიწყო და უკვე მეორე საუკუნის შუა წლებში 60 000 გადააჭარბა. მე-7 საუკუნეში ანგლო-საქსებმა ახალი დასახლება შექმნეს რომაული ლონდონიდან 2 კილომეტრის დაშორებით და ლუნდენვიქი (Lundenwic) დაარქვეს. დღეს ამ ადგილს ქოვენთ გარდენი ჰქვია.
როგორც ჩანს მდინარის უბეში ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო, რასაც მეთევზეები და ვაჭრები იყენებდნენ, რომელთა საქმიანობაც მანამ იზრდებოდა, სანამ ქალაქს ვიკინგები დაიპყრობდნენ. სკანდინავიელი მებრძოლების შემოტევას ლონდონმა ვერ გაუძლო და ვიკინგებმა აქ გამაგრებული ადგილი შექმნეს, გადასწიეს რა უკან რომაულ ლონდონამდე ქალაქის საზღვრები, რადგან ეს ადგილები გალავნით იყო დაცული. ვიკინგთა შემოსევები თანდათანობით მცირდებოდა და 886 წლიდან, ფაქტიურად, შეწყდა. იმხანად ალფრედ დიდმა დანიის წინამძღოლ გუთრუმთან ერთად ლონდონში სიმშვიდე დაამყარა. საქსონთა მიერ დაარსებული ლუნდენვიქი კი ელდვიქად (ძველი ქალაქი) გადაიქცა. ეს სახელი დღემდეა შემორჩენილი "ელდვიჩის" (Aldwych) ფორმით და ვესთმინსთერის ოლქს ეწოდება.

No comments:

Post a Comment