Tuesday, May 8, 2012

ბრიტანეთის მუზეუმი

ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში გაერთიანებულ სამეფოშო, ისევე როგორც მსოფლიოში, ადამიანის ისტორიისა და კულტურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. მსოფლიოს უძველესი მუზეუმი დაარსდა 1753 წელს და ძირითადად შედგებოდა მეცნიერ-ფიზიკოსი სერ ჰანს სლოანის კოლექციისგან. მუზეუმი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1759 წლის 15 იანვარს მონტეგი-ჰაუზში, ბლუმსბერი, ამჟამინდელი მუზეუმის შენობის ადგილას.
ბრიტანეთის მუზეუმში ინახება შვიდ მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც დოკუმენტური ნივთმტკიცებაა ადამიანთა მოდგმის კულტურის ისტორიისა მისი დასაბამიდან დღემდე. ნიმუშთა დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება გამოსაფენი ადგილის უკმარისობის გამო.

No comments:

Post a Comment