Tuesday, May 8, 2012

ლონდონის ეტიმოლოგია

ლონდონის ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია. ეს უძველესი სახელია და მატიანეში ჯერ კიდევ მე-2 საუკუნიდან იხსენიება. უკვე 121 წელს ლონდონიუმად იწოდება, რაც რომაულ-ბრიტანული ნაზავი უნდა იყოს. ყველაზე ადრინდელ განმარტებას, რომელსაც ახლა საფუძვლიანად აღარ მიიჩნევენ, ჯეფრი მონმუთის Historia Regum Britanniae-ში ვხვდებით, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის სახელი მეფე ლუდს უკავშირდება, რომელმაც თითქოს ქალაქი აიღო და ქიერლუდი უწოდა. 1899 წლიდან საყოველთაოდ მიიჩნეოდა, რომ ლონდონი კელტური წარმოშობის იყო და აღნიშნავდა ადგილს, რომელიც ვინმე ლონდონიოსს ეკუთვნოდა.. საბოლოოდ, ეს განმარტებაც უარყოფილ იქნა. რიჩარდ ქოათსმა 1998 წელს წამოაყენა განმარტება, რომ სიტყვა წარმოებული იყო კელტებამდელი ძველევროპული "ლოვონიდადან", რაც "ფონფართო მდინარეს" აღნიშნავს. მისი ვარაუდით ეს სახელი მდინარე თემზას იმ ნაწილს ეწოდებოდა, რომელიც ლონდონში მიედინება. აქედან კი დასახლებამ კელტური ფორმა "ლოვონიდონიონი" (Lowonidonjon) მიიღო. 1889
წლამდე ლონდონი მხოლოდ ქალაქს ეწოდებოდა, შემდგომ კი ლონდონის საგრაფოსა და დიდ ლონდონზეც გავრცელდა.

No comments:

Post a Comment