მე-5 საუკუნეში რომის იმპერიისს დაცემასთან ერთად ლონდონიც სწრაფად გაუკაცურდა. თუმცაღა, მე-6 საუკუნიდან ანგლო-საქსების ლუნდევიქმა სწრაფი განვითარება დაიწყო და მოსახლეობა 12 000-მდე გაიზრდა. მე-9 საუკუნეში ლონდონს ვიკინგები უტევენ და კვლავ რომაული დასახლების ფარგლებში აბრუნებენ. მე-10 ასწლეულში ინგლისის გაერთიანების კვალდაკვალ ლონდონი როგორც ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, უკვე პოლიტიკურ მზარდ მნიშვნელობასაც იძენს, იმის მიუხედავად, რომ მას უინჩესტერი უწევდა მეტოქეობას როგორც უესექსის ტრადიციული ცენტრი.
მე-11 საუკუნეში ედუარდ აღმსარებელმა კვლავ აღადგინდა ვესტმინსტერის სააბატო, რომელიც ლონდონიდან ორ ნაბიჯში მდებარეობდა და სამეფო ტახტი იქ გადაიტანა. ამ დროიდან უესტმინსტერმა ლონდონი გააძევა ბიზნესისა და სამთავრობო სექტორიდან.
ჰასთინგის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ნორმანდიის ჰერცოგ უილიან დამპყრობელს ინგლისის გვირგინი დაადგეს ახლადდასრულებულ ვესტმინსტერის სააბატოში 1066 წლის შობადღეს. უილიამმა ლონდონის თაუერი ააგო, პირველი ნორმანდიულ სიმაგრეთაგანი, რომელიც ქვაში შენდებოდა. სიმაგრეს უილიამ სამხრეთ-აღმოსავლეთში მიუჩინა ადგილი, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შიში ჩაენერგა. 1097 წელს უილიამ II-მ ვესტმინსტერ დარბაზის მშენებლობა დაიწყო, ამავე სახელწოდების სააბატოსთან ახლოს. სწორედ დარბაზი გახდა საფუძველი ახალი ვესტმინსტერის სასახლის მშენებლობისა.
No comments:
Post a Comment