ლონდონის ტაუერი დღეს ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. დიდი ხნის განმავლობაში ის ბრიტანეთის ისტორიული მოვლენების შუაგულში იმყოფებოდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში აქ ციხესიმაგრე, საპატიმრო და სამეფო საგანძური იყო. მდინარე თემზის მახლობლად უილიამ დამპყრობლის ბრძანებით აგებული ტაუერი მოგვიანებიით სამეფო რეზიდენციად იქცა. აქვე იყო სამეფო ზარაფხანაც, სადაც მონეტებს ჭრიდნენ. პირველად თეთრი კოშკი აშენდა. სქელი გალავანი და თხრილი მოგვიანებით დაუმატეს სხვა კოშკებთან ერთად, რომელთა შორისაა ლომის კოშკი, სადაც სამეფო სამხეცე ანუ ზოოპარკი მდებარეობდა. საუკუნეების განმავლობაში ტაუერში მოღალატეებს ამწყვდევდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. თეთრი კოშკის მშენებლობა 1097 წელს დასრულდა. მისი ქონგურების სიმაღლე 27 მეტრია.
No comments:
Post a Comment