მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი მნახველს აქვს შესაძლებლობა საკუთარი თვალით ნახოს ცნობილი ისტორიული და სამეფო პირების, ცნობილი მკვლელების, კინოს და სპორტის ვარსკვლავების ცვილის ფიგურები.
და მაინც რა არის ამ მუზეუმში საინტერესო?
ცნობილი ადამიანების, რომლებმაც ისტორია შეცვალეს; მათი შესაძლებლობების და მიღწევების შესახებ ისტორია დიდი რაოდენობის ლეგენდებს ინახავს და რომლებიც ჩვენს დაბადებამდე გაჩნდნენ, იცხოვრეს და განუტევეს სული, "კლონების" (უსულო კლონების) ნახვის შესაძლებლობა არაფერს ნიშნავს?
თვით მერლინ მონროს.
თმის ფერი, სახის ნაკვთები, ვარცხნილობა ყველაფერი რეალურთან დაახლოვებული და თითქმის ანალოგიური.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იყო და გადავწყვიტე მეთარგმნა სტატიები ინგლისურ-რუსული ვიკიპედიიდან.
ვფიქრობ წარმოუდგენელია არ გქოდნდეს ინტერესი ან აწი არ დაგაინტერესოს.
misi დედა, შვეიცარიელ ექიმთან ფილიპ კიოტისთან მუშაობდა და მისი სახლის საშინაო საქმეებს განაგებდა. სწორედ ფილიპმა, რომელიც ცვილის ფიგურების მოდელირებით იყო დაკავებული, აზიარა მარია მათი შექმნის ხელოვნებას.ტუსოს პირველი ცვილის ფიგურა გახლავთ ვოლტერის ფიგურა, რომელიც 1777 წელს შექმნა. მის მიერ შექმნილი სხვა ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურები გახლავთ ჟან-ჟაკ რუსოს და ბენჯამინ ფრანკლინის ფიგურები. საფრანგეთის რევოლუციის განმავლობაში, მან ბევრი ცნობილი რევოლუციის მსხვერპლის ფიგურა შექმნა. ის აცხადებდა, რომ აპირებდა სიკვდილით დასჯილი და თავმოკვეთილი ადამიანების თავების ძებნას და მათგან ე.წ „ Death mask” ანუ ცვილის საშუალებით, გარდაცვლილთა სახის ფიგურების შექმნას და შექმნა კიდეც, რომლებიც პარიზის ქუჩებში როგორც რევოლუციის სიმბოლოები ისე ჩამოატარეს. ფილიპ კიოტისის გარდაცვალების შემდეგ მან მემკვიდრეობით მიიღო ფილიპის ცვილის ფიგურების საკმაო მოცულობის კოლექცია. 1842 წელს მარიას მიერ შექმნილი საკუთარი ცვილის ფიგურა, რომელიც მუზეუმის შესასვლელში ეხლაც ხვდება დამთვალიერბელს.მარიამ თავისი ცხოვრების მომდევნო 33 წელი ევროპაში მოგზაურობაში გაატარა. მის დაქორწინებასთან ფრანსის (ფრანზოის) ტუსოზე (François Tussaud) არის დაკავშირებული ეს ცნობილი სახელი - მადამ ტუსო 1802 წელს პაულ ფილიდორის, რომელიც დაკავებული იყო „პირველყოფილი პროექტორების“ საშუალებით გამოსახულებებით თეატრალურ ჩვენებების გამართვით, მოწვევით მადამ ტუსო გაემგზავრა ლონდონში, სადაც თეატრში „ Lyceum“ უნდა გამოეფინა თავისი ფიგურები. პაულისა და მარიას პარტნიორობაზე იმოქმედა ფინანსური თვალსაზრისით ინტერესთა შეუთავსებლობამ, რადგან პაული შემოსავლის ნახევარს იღებდა. ბრიტანეთის და საფრანგეთის ომის გამო მარიმ ვერ შეძლო საფრანგეთში დაბრუნება. შემდეგ დაიწყო მოგზაურობა და თან მართავდა თავისი ცვილის ფიგურების გამოფენას ბრიტანეთის მასშტაბით. 1835 „ბეკერ სტრიტზე“ გახსნა პირველი მუზეუმი. მისი მუზეუმის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდა საშინელებათა კაბინა (თუ ოთახი) სადაც ჰქონდა წარმოდგენილი ფრანგული რევოლუციის მსხვერპლების, მკვლელების და ასევე სხვა დამნაშავეთა ფიგურები. მარიამ დროთა განმავლობაში თავის კოლექციას რამდენიმე ცნობილი ადამიანის ცვილის ფიგურა შეჰმატა. მუზეუმში თავიდან 400 ფიგურა იყო წარმოდგენილი, რომელთა დიდი ნაწილიც ცეცხლმა გაანადგურა, ომიანობის შედეგად. მიუხედავად ამისა მარიას მიერ შექმნილი რამდენიმე ცვილის ფიგურა ეხლაც შემორჩა. დღეს ყველაზე ძველი მადამ დუ ბერის ფიგურა გახლავთ. მადამ ტუსოს ლონდონის მუზეუმს ახალი ექსპონატები შეემატა. ეს ცნობილი მომღერლის რიანას ცვილის ფიგურაა. მუზეუმის მხატვრები ცდილობენ ვარსკვლავების სტილს აუწყონ ფეხი, რომელსაც ისინი ასე მალ-მალე იცვლიან.მომღერლის ცვილის ფიგურას აფრო-წითელი ვარცხნილობა აქვს და შავი კაბა ამშვენებს.
აგრეთვე წარმატებული გამოვიდა ემი უაინჰაუსის ახალი ფიგურაც. განსვენებული ვარსკვლავის ორეულის ხილვით ტკბებიან მისი თაყვანისმცემლები. ემი გარეგნობა უცვლელია - "უზარმაზარი
Aaseve კეიტ მიდლტონისა და მისი საქმროს პრინც უილიამის ცვილის ფიგურებს მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში დადგამენ. ფიგურები მუზეუმში წლის ბოლოსგამოჩნდება.
მადამ ტუსოს მუზეუმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კეიტ მიდლტონის ცვილის ფიგურის გაკეთებას აპრილში დანიშნული სამეფო ქორწილის შემდეგ შეუდგებიან. ფიგურის შექმნისთვის რამდენიმე თვეა საჭირო.
ჯერჯერობით უცნობია, რა ეცმევა კეიტის ცვილის ფიგურას. სავარაუდოდ, კეიტს იმ კაბას ჩააცვამენ, რომელიც მას ნიშნობის დღეს ემოსა.
პოპ-მომღერალ ლედი გაგას ცვილის ფიგურები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ მადამ ტუსოს მუზეუმის ათ ფილიალში ერთბაშად გამოიფინება, - წერს გაზეთი The Daily Star.
ამგვარად მომღერალი ისტორიაში პირველი ცნობილი სახე გახდება, რომლის სკულპტურაც ათ მუზეუმში ერთობლივად გამოჩნდება.
ამ პროექტზე მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაიხარჯება, ათივე ფიგურაზე კი ლედი გაგა, სხვადასხვა ფორმასა და პოზაში იქნება წარმოდგენილი.
ეს მოვლენა მადამ ტუსოს მუზეუმის არსებობის ისტორიაში პირველი ყველაზე ამბიციური პროექტია.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ასაკში ლედი გაგამ ყველაზე პოპულარულ და მაღალანაზღაურებად შემსრულებლად ჩამოყალიბება შეძლო.
ჯასტინ ბიბერის ცვილის ფიგურა მადამ ტუსოს მუზეუმს დაამშვენებს
მიმდინარე წლის მარტში 16 წლის მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ცვილის ფიგურა მადამ ტუსოს მუზეუმში გამოიფინება.
„ჯასტინ ბიბერს ნამდვილად შეიძლება ვუწუდოთ მსოფლიო სენსაცია და ის ნამდვილად ღირსია ამ პატივის. ჩვენ უამრავი წერილი მივიღეთ მთელი მსოფლიოდან მისი თაყვანისმცემლებისგან ჯასტინის ფიგურის დადგმასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ ეს თხოვნა ავასრულოთ“ - აცხადებს მადამ ტუსოს მუზეუმის მმართველი ლიზ ედვარდსი.
ჯასტინის ფიგურა 4 თვის განმავლობაში მზადდებოდა და მისი ღირებულება 150 000 დოლარია. მისი პირველი ფიგურა ლოდნონის და ამსტერდამის მუზეუმებში დაიდგმება.
aმჯერად კი მოუზეუმს ახალი ფიგურები შეემატა. პრინცი უილიამის და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის. ოსტატებმა დაამზადეს ზუსტი ასლი წყვილის ნიშნობის დღიდან. ქეითის ცვილის ფიგირა შემოსილია ზუსტად ისეთივე ლურჯი კაბით, რომელიც ექსკლუზიურად მისთვის შეიკერა და ნიშნობის დღეს ეცვა,ხოლო ხელს უმშვენებს ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი. უილიამს კი აცვია Gieves&Hawkes კოსტიუმი და Omega Seamaster-ის საათი, ზუსტად ანალუგიურად გამოიყურება წყვილი ნიშნობის დღეს.კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცვილის ფიგურების შექმნას მუზეუმის თანამშრობლებმა 4 თვე მოანდომეს. მისი დამზადებას კი 300 000 გირვანქა სტერლინგი დასჭირდა. ფიგურები მოთავსებულია მუზეუმის ერთ-ერთ გამორჩეულ სამეფო ზონაში. პრინცესა დიანას ფიგურის გვერდით.
No comments:
Post a Comment